სასაწყობო მომსახურება

FS Mackenzie International has been operating warehouse and 3PL services since the early 2000s. Over the years, we have formed a strong warehouse operations team, a list of established procedures and operations, and a reliable security system.

We take into account the specifics of each of the regions of our operations and each type of warehouse service.

ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ სასაწყობო საქმიანობის შემდეგ ასპექტებს:

  • დროულად წარვადგენთ კორექტულ მონაცემებს და სასაწყობო საბუთებს
  • ვასწავლით ჩვენს სასაწყობო მუშაკებს
  • ვაკონტროლებთ სასაწყობო ოპერაციების პარტნიორების ქსელს იმ რეგიონებში, სადაც ვიყენებთ კონტრაქტორებს
  • წარვადგენთ სასაყობო სერვისს ადგილებზე საქონლის ჩატანის მარშრუტების გათვალისწინებით
  • ვამუშავებთ თანხლებ პროცესებსაც: საქონლის მიღებას, დისტრიბუციას ან კარებამდე მიტანას

საპასუხისმგებლო შენახვის საწყობი

ეფ ეს მაქენზი მართავს А კლასის საწყობს, რომელიც განლაგებულია ნოვორიჟსკის გზატკეცილზე მოსკოვის დასავლეთში. ჩვენ გთავაზობთ საქონლის დამუშავების და ხანმოკლე და გრძელვადიანი საპასუხისმგებლო შენახვის მომსახურებას.

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ სასაწყობო მომსახურებას, რომელიც მოიცავს არა მარტო საქონლის შენახვას, არამედ დამატებით სპეციალიზირებულ ოპერაციებს:

  • საქონლის მარკირება EAC, RFID, Data Matrix ლეიბლებით და არტიკულების ინდივიდუალური ფორმებით
  • პროდუქციის ერთეულების შერჩევა და გადაფუთვა 
  • სტრეჩ აპკში შეფუთვა

საწყობში დაყენებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემა კლიენტისთვის მოშორებული წვდომით საწყობში მიმდინარე პროცესების სამეთვალყურეოდ.

საქონლის შეფუთვა

ჩვენ ვფუთავთ საქონელს თანამედროვე აღჭურვილობისა და სხვადასხვა შესაფუთი მასალების გამოყენებით.

ჩვენს საწყობში არის სპეციალური აღჭურვილობა, რომელზედაც ჩვენ დამატებით ვფუთავთ საქონელს თერმულ აპკში. ეს აზღვევს საქონელს გაფუჭებისგან ტრანსპორტირების პროცესში და ხსნის ქსელებში აქციებისთვის ან მიმღების მოთხოვნის საფუძველზე ნაკრებების ფორმირების ამოცანას. შეფუთვის ზომა შესაძლოა იყოს 1 მ2-მდე, ხოლო აღჭურვილობის მწარმოებლობა - 200 ყუთის შეფუთვა საათში.

საქონლის მარკირება

ჩვენ ვახორციელებთ მარკირებას ჩვენს საწყობში 2013 წლიდან. ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევაგროვეთ არასტანდარტული ამოცანების ამოხსნის გამოცდილება.

რუსეთის კანონმდებლობის ახალი მოთხოვნილებების შესაბამისად ჩვენ ვახორციელებთ ტვირთის სპეციალური ნიშნებით მარკირების სრულ პროცესს და წარვადგენთ ინფორმაციას კლიენტის ERP სისტემაში. ეს გამოიყენება ტვირთების შემდეგი ტიპებისთვის, რომლებიც რუსეთში აუცილებლად ითხოვენ მარკირებას:

  • ბეწვის ნაწარმი, შუბები და პალტოები
  • ლოგინის თეთრეული
  • ფეხსაცმელი, ტექსტილი და ტყავი
  • ფოტო აღჭურვილობა
  • პარფიუმერია და კოსმეტიკა

მესაწყობე ასკანირებს საქონლის შტრიხ-კოდს და პრინტერს გამოაქვს საჭირო სტიკერი, რომელიც მაგრდება ყუთზე ჩვენი კლიენტის მოთხოვნილების თანახმად. ჩვენ ვაწყობთ საქონლის აღრიცხვის სისტემას კლიენტის მოთხოვნილებისამებრ და ვიყენებთ თანამედროვე პრინტერებს და სხვა აღჭურვილობას.

კროსს-დოკინგი

FS Mackenzie იყენებს კროსს-დოკინგს რეგიონალურ სადისტრიბუტორო პროექტებში. ლოგისტიკური ოპერაციების ეს ტიპი ხელს უწყობს საქონლის მცირე პარტიების ერთდროულად მიმღებების დიდ რაოდენობასთან მიტანას.

ეფ ეს მაქენზი იყენებს სპეციალიზირებულ კროსს-დოკინგ საწყობებს, სადაც ჩვენ სწრაფად და უსაფრთხოდ გადაგვაქვს საქონელი ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე.

კროსს-დოკინგის დახმარებით ჩვენ ვაჩქარებთ მიტანას, ვამცირებთ გადატვირთვების ოპერაციების რაოდენობას გადაზიდვის პროცესში, ასევე უფრო სწრაფად წარვადგენთ დასაბრუნებელ სატრანსპორტო საბუთებს. ეს სერვისი იძლევა საშუალებას ადვილად შეეწყოთ ჩვენი კლიენტების მიწოდების პირობებს ქსელურ მაღაზიებში მიწოდებისას.

სპეციალიზირებული CFS საწყობები

CFS (Container Freight Station) - საწყობის სპეციალური ტიპია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ნაკრები კონტეინერების ფორმირებისთვის და დაშლისთვის. CFS საწყობები იმყოფებიან საბაჟო ზონაში, გამგზავრების და ჩამოსვლის საზღვაო პორტში, და ხანდახან მშრალ პორტში ან სარკინიგზო სადგურზე.

გარდა ასეული CFS (Container Freight Station) საწყობების აზიის, ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში, ჩვენ ვმუშაობთ CFS საწყობებთან ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების შემდეგ ქალაქებში:

  • თბილისი, საქართველო
  • ერევანი, სასომხეთი,
  • ბაქო, აზერბაიჯანი
  • საზღვაო სათევზო პორტი სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის ფედერაცია
  • საზღვაო სავაჭრო პორტი ვლადივოსტოკში, რუსეთის ფედერაცია
  • საზღვაო სათევზო პორტი ვლადივოსტოკში, რუსეთის ფედერაცია
  • სადგური ვორსინო, კალუგის ოლქი, რუსეთის ფედერაცია
  • ოდესის საზღვაო პორტი, უკრაინა

ტვირთების დისტრიბუცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე

FS Mackenzie ახორციელებს საქონლის დისტრიბუციას რუსეთის ცენტრალური, ურალის და ციმბირის ფედერალური ოლქების ტერიტორიაზე, და ახორციელებს გადაზიდვებს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.

ჩვენ ვმუშაობთ ფედერალურ და ადგილობრივ ქსელურ მაღაზიებთან, რეგიონალურ გამანაწილებელ ცენტრებთან. ისინი ამცირებენ შეყოვნების რისკს საქონლის ჩატანისას, ეს კი ძალზედ მნიშვნელოვანია სწრაფფუჭებადი საკვები პროდუქტების გადაზიდვისას.

საბუთების სწრაფი დაბრუნების წყალობით ჩვენი კლიენტები აწარმოებენ საქონლის მოძრაობის სწორ აღრიცხვას.

სხვა სატრანსპორტო მომსახურება

ჩვენი მომსახურების სია ჩამოთვლილია ქვემოთ, დაუკავშირდით ეფ ეს მაქენზის უახლოეს ოფისს, რათა მიიღოთ სპეციალური, ადაპტური შეთავაზება.

ყველა მომსახურება

© 2019 FS Mackenzie International Ltd Group.