საზღვაო გადაზიდვები

FS Mackenzie-ის გადააქვს იმპორტული და ექსპორტული ტვირთები საზღვაო ტრანსპორტით უკვე 40 წლის მანძილზე. ჩვენი კომპანია ისეთი საზღვაო ხაზების კლიენტია, როგორებიცაა MSC, Maersk, CMA-CGM, ONE, Happag Lloyd, OOCL და სხვა. ჩვენ ვასრულებთ როგორც საზღვაო გადაზიდვებს, ასევე კომბინირებულ, საზღვაო + საავტომობილო ან საჰაერო + საზღვაო, და პორტში დამუშავებას.

ჩვენი ოფისებისა გეოგრაფიისა და მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი სპეციალიზაცია განსაკუთრებით ძლიერია საზღვაო გადაზიდვების შემდეგ მიმართულებებში:

  • საზღვაო გადაზიდვები დიდი ბრიტანეთის პორტებით (Felixstowe, Hull, Southampton and Tilbury)
  • ტრანსკონტინენტალური გადაზიდვები და მოკლე საზღვაო რეისები ევროპის პორტებიდან (Hamburg, Antwerpen, Gdynia, Klaipeda, Riga)
  • იმპორტული და ექსპორტული საზღვაო გადაზიდვები ყოფილი სსრკ-ს პორტების მეშვეობით (სანქტ-პეტერბურგი, ვლადივოსტოკი, ნოვოროსიისკი, ოდესა, ფოთი, ბათუმი)
ჩვენ ვთავაზობთ იმპორტიორებს და ექსპორტიორებს საზღვაო გადაზიდვებს, რადგან ტრანსპორტის ეს სახეობა ასეულ პორტებს შორის იაფიანი ჩამოტანის ორგანიზირების საშუალებას იძლევა: აზიიდან, ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკიდან, ავსტრალიიდან და ევროპის ქვეყნებიდან. დაუკავშირდით ჩვენი კომპანიის უახლოეს ოფისს, რათა მიიღოთ კონსულტაცია და თქვენი ტვირთის საზღვაო გადაზიდვასთან დაკავშირებული წინადადება.

კონტეინერის გადაზიდვა

ჩვენ ჩამოგვაქვს ტვირთები სრული კონტეინერებით. ვახორციელებთ საზღვაო გადაზიდვას, დატვირთვა-ჩამოტვირთვის სამუშაოებს, ლოკალურ ჩატანას გაგზავნის პუნქტიდან პორტში და პორტიდან დანიშნულების პუნქტში, აწონვას და დამატებით საპორტო ოპერაციებს.
ჩვენ ვახორციელებთ ჩამოტანას სრულად დატვირთული FCL საზღვაო კონტეინერებით შემდეგი მარშრუტებით:
  • ტრანსკონტინენტალური კონტეინერის გადაზიდვები „აზია - ევროპა, რუსეთი, უკრაინა, საქართველო - აზია“
  • ტრანსკონტინენტალური გადაზიდვები „ამერიკა - ევროპა, რუსეთი, საქართველო - ამერიკა“
  • ჩამოტანა მოკლე მანძილებზე „ევროპა - რუსეთი, უკრაინა, საქართველო - ევროპა“
  • კონტინენტალური გადაზიდვები ცენტრალურ აზიაში, სასომხეთსა და აზერბაიჯანში

LCL გადაზიდვები

FS Mackenzie-ის გააჩნია NVOCC ოპერატორის ლიცენზია 1990-იანი წლებიდან. ჩვენ ვთავაზობთ ნეიტრალურ LCL სერვისს ექსპედიტორულ კომპანიებს დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში, სასომხეთსა და აზერბაიჯანში.
ჩვენ გთავაზობთ LCL ტვირთების ჩამოტანის საკუთარ ყოველკვირეულ სერვისს აზიიდან, ამერიკიდან, აფრიკიდან ევროპულ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვმართავთ საკუთარ ოფისებს და CFS საწყობების ქსელს. FS Mackenzie ლიდერობს ნაკრები LCL ტვირთების დამუშავებაში შემდეგ რეგიონებში:
  • საქართველო, სასომხეთი. აზერბაიჯანი - საზღვაო ნაკრები ტვირთების ჩამოტანა ფოტის პორტით
  • უკრაინა - ნაკრები ტვირთების გადაზიდვა ოდესის პორტით
  • რუსეთი - ნაკრები ტვირთების გადაზიდვა სანქტ-პეტერბურგის და ვლადივოსტოკის პორტებით
  • დიდი ბრიტანეთი - LCL სერვისი Felixstowe პორტით

ტვირთების კონსოლიდაცია

ჩვენ ვაერთიანებთ რამოდენიმე ტვირთგამომგზავნის ტვირთებს ერთ კონტეინერში, რომელიც იგზავნება ერთი მიმღების მისამართზე. ამ მომსახურებას ასევე ეწოდება Buyers Consol ან „ერთი მყიდველის კონსოლიდირებული კონტეინერი“

კომპანია ეფ ეს მაქენზი ახორციელებს მცირე ტვირთების კონსოლიდაციას სპეციალიზირებულ საბაჟო საწყობებში აზიაში, ევროპასა და ამერიკაში, სახიფათო ტვირთებთან მუშაობის საწყობების ჩათვლით.

პროექტული გადაზიდვები

ჩვენ ჩამოგვაქვს არაგაბარიტული და მძიმე წონის ტვირთები საზღვაო ტრანსპორტით სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით.

ჩვეულებრივ, არაგაბარიტული გადაზიდვა შესდგება შემდეგი ეტაპებიდან:

  • დაბალჩარჩოიანი ტრალების მიწოდება დასატვირთად
  • ავტოგადაზიდვა დატვირთვის პორტამდე და ტერმინალზე გადმოტვირთვა
  • დატვირთვა გემზე
  • გადმოტვირთვა ჩამოსვლის პორტში, საბაჟო ფორმალურობების გავლა
  • განბაჟებული ტვირთების დატვირთვა დაბარჩარჩოიან ტრალზე
  • საჭირო ნებადართვების გაფორმება და დანიშნულების ადგილზე გადატანა

ჩამოტანა საბაჟო კონტროლის ქვეშ

განუბაჟებელი საქონლის გადაზიდვისთვის საზღვრიდან ან პორტიდან შიდა საბაჟომდე საჭიროა სპეციალური საბაჟო რეჟიმების გაფორმება, მაგალითად შიდა საბაჟო ტრანზიტის, ან საბაჟო გარანტიის.
ჩვენ ჩამოგვაქვს საზღვაო კონტეინერები საბაჟო კონტროლის ქვეშ შემდეგი მარშრუტებით:
  • ფოთის და ბათუმის პორტებიდან თბილისში, ერევანში და ბაქოში
  • სანქტ-პეტერბურგის, ნოვოროსიისკის, ვლაივოსტოკის, კოტკას პორტებიდან  - მოსკოვსა და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში
  • ოდესის პორტიდან კიევში და უკრაინის სხვა რეგიონებში

სხვა სატრანსპორტო მომსახურება

ჩვენი მომსახურების სია ჩამოთვლილია ქვემოთ, დაუკავშირდით ეფ ეს მაქენზის უახლოეს ოფისს, რათა მიიღოთ სპეციალური, ადაპტური შეთავაზება.

ყველა მომსახურება

© 2019 FS Mackenzie International Ltd Group.