საზღვაო კონტეინერები, რომლებსაც ჩვენი კომპანია იყენებს ტვირთების გადასაზიდად, განსხვავდება ტიპებით და ზომებით. ტვირთის ნებისმიერი სახეობისთვის შესაძლოა შერჩეულ იქნას კონტეინერი, რომელიც თავისი პარამეტრებით მეტად მოსახდენი იქნება. ყველაზე მასიური გამოყენება მიიღეს სტანდარტულებმა, ეგრეთ წოდებულმა „მშრალმა“ კონტეინერებმა (DC – Dry Container):
- „მკვრივი“ ან მძიმეწონიანი მცირე ზომის ტვირთების საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვისთვის უფრო გამოსაყენებელია 20-ფუტიანი კონტეინერები;
- მსუბუქი, მაგრამ მოცულობიანი ტვირთებისთვის – 40-ფუტიანი სტანდარტული ან „მაღალი“(High Cube) კონტეინერები.
გარდა ჩამოთვლილისა, არსებობს ასევე სხვა ტიპის კონტეინერები, ისეთები როგორიცაა:
- რეფრიჟერატორული კონტეინერები გამოიყენება ტვირთებისთვის, რომლებიც ითხოვენ ტემპერატურული რეჟიმის დაცვას;
- Oреn Top (რბილი ტენტი ნაცვლად მყარი სახურავისა) – მოხერხებულია ზემოდან ჩატვირთვისთვის;
- Flat Rack (ღია პლოშადკა) – არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვისთვის;
- ტანკ-კონტეინერები (Tank) – თხევადი და აიროვანი ნივთიერებებისთვის.
ეს არის კონტეინერების მეტად გავრცელებული ტიპები, მაგრამ არასრული სია. ბოლო დროს გაჩნდა საზღვაო გადამზიდი კონტეინერების ზომის გადიდების ტენდენცია, და ზოგი გადამზიდი კომპანია იყენებს 45-ფუტიან კონტეინერებს.
Valentina Ivanova, F.S. Mackenzie – Georgia
ivanova@fsmac.ge
mob: +995 599 089 911